ვოლგოგრადზე დრონებით შეტევა განხორციელდა - ოლქის აეროპორტში ფრენები დროებით შეჩერდა

22.08.24 15:43
ვოლგოგრადზე დრონებით შეტევა განხორციელდა - ოლქის აეროპორტში ფრენები დროებით შეჩერდა

უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადზე იერიში მიიტანეს - ოლქის გუბერნატორის განცხადებით, რუსებმა მარინოვკის რაიონში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების შეტევა მოიგერიეს.

გუბერნატორის თქმით, თავდაცვის სამინისტროს ობიექტზე დრონის ჩამოვარდნამ ხანძარი გამოიწვია. ამასთან, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის გამო ვოლგოგრადის აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა.