მოლდოვის პრეზიდენტი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს

22.08.24 16:46
მოლდოვის პრეზიდენტი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ 2024 წლის 20 ოქტომბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს.

ის მისივე პარტიის, „მოქმედება და სოლიდარობა“ კანდიდატი იქნება.

2024 წელს ჩვენ მივიღებთ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების მომენტიდან მიგვიღია. ჩვენ განვსაზღვრავთ ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსს რეფერენდუმზე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხი მშვიდობასა და თავისუფლებას აირჩევს. ასევე ავირჩევთ პრეზიდენტს. ჩვენი პროგრამა ნათელია: უკეთესი პირობები ცხოვრებისა და ურთიერთგაგებისთვის“,- განაცხადა სანდუმ.

 მოლდოვაში საარჩევნო კამპანია 2024 წლის 20 სექტემბერს დაიწყება.