კურსკი 133 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა - პუტინმა მთავრობის წევრებთან სასაზღვრო ოლქებში არსებული ვითარება განიხილა

22.08.24 17:42
კურსკი 133 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა - პუტინმა მთავრობის წევრებთან სასაზღვრო ოლქებში არსებული ვითარება განიხილა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მთავრობის წევრებთან რუსეთის სასაზღვრო ოლქებში არსებული ვითარება განიხილა - უახლესი მონაცემებით, კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეჭრის შემდეგ განსახლებას 8 რაიონი დაექვემდებარა და ტერიტორია  133 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. 

41 ათასზე მეტმა ადამიანმა, რომელთაც სახლების დატოვება მოუწიათ, ერთჯერადი ფინანსური დახმარება მიიღეს.

ამასთან, რუსული მედიის ცნობით, ბრიანსკის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე ბოგომაზმა ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ სასაზღვრო ძალებმა უკრაინული დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფის ოლქში შეჭრის მცდელობა შეაჩერეს.

მსგავსი სიახლეები