რუსეთმა CNN-ის ჟურნალისტის წინააღმდეგ საქმე აღძრა
რუსეთის უშიშროების სამსახურმა ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის ჟურნალისტის, ნიკ პეიტონ უოლშის და რიგი უკრაინელი კორესპონდენტების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის კურსკის ოლქის სუჯის რაიონში მუშაობდნენ, საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
სპეცსამსახურში აცხადებენ, რომ უცხოელი რეპორტიორები ვიდეოგადაღებას უკანონოდ აწარმოებდნენ, რისთვისაც ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
უოლშის გარდა, საუბარია ტელეკომპანია „ჰრომადსკეს“ კორესპონდენტებზე ოლესია ბოროვიკსა და დიანა ბუცკოზე, რომლებზეც რუსეთში საერთაშორისო ძებნას გამოაცხადებენ.