უკრაინელებმა კურსკის ოლქში რუსეთის წინააღმდეგ მაღალი სიზუსტის ამერიკული ავიაბომბები გამოიყენეს

23.08.24 10:10
უკრაინელებმა კურსკის ოლქში რუსეთის წინააღმდეგ მაღალი სიზუსტის ამერიკული ავიაბომბები გამოიყენეს

უკრაინის საჰაერო ძალებმა კურსკის ოლქში რუსეთის წინააღმდეგ მაღალი სიზუსტის ამერიკული ავიაბომბები გამოიყენეს - საჰაერო ძალების მეთაურის, ნიკოლაი ოლეშუკის ცნობით, დარტყმები უპილოტო საფრენი აპარატების მართვის პუნქტზე განხორციელდა.

ამასთან ირკვევა, რომ ავიაბომბების სამიზნე რუსული ტექნიკა, რადიოელექტრონული ბრძოლის დანაყოფი, შეიარაღება და 40-მდე სამხედრო იყო.