"როგორც პრეზიდენტი, მტკიცედ დავუჭერ მხარს უკრაინას" - ჰარისმა საპრეზიდენტო კანდიდატობა ოფიციალურად მიიღო

23.08.24 10:20
"როგორც პრეზიდენტი, მტკიცედ დავუჭერ მხარს უკრაინას" - ჰარისმა საპრეზიდენტო კანდიდატობა ოფიციალურად მიიღო

კამალა ჰარისმა "დემოკრატიული პარტიის" ეროვნულ ყრილობაზე საპრეზიდენტო კანდიდატობა ოფიციალურად გაიფორმა - კანდიდატობაზე თანხმობის გაცემის დროს პირობა დადო, რომ "ყველა ამერიკელის პრეზიდენტი იქნება და ქვეყნის ინტერესებს საკუთარზე მაღლა დააყენებს".

დონალდ ტრამპის ოპონენტმა განაცხადა, რომ იქნება რეალისტური, საღად მოაზროვნე და პრაქტიკული პრეზიდენტი, რომელიც თითოეული ამერიკელის კეთილდღეობაზე იზრუნებს. 

ვიცი, რომ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ადამიანი გვიყურებს და მინდა იცოდეთ: გპირდებით, ვიქნები ყველა ამერიკელის პრეზიდენტი. ყოველთვის შეგიძლიათ მერწმუნოთ, რომ ქვეყანას და პარტიას და საკუთარ თავზე მაღლა დავაყენებ...

იმისთვის, რომ შევინარჩუნო ამერიკის წმინდა ფუნდამენტური პრინციპები კანონის უზენაესობიდან თავისუფალ და სამართლიან არჩევნებამდე, ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემამდე, მე ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც გვაერთიანებს ჩვენი უმაღლესი მისწრაფებების გარშემო. პრეზიდენტი, რომელიც ხელმძღვანელობს და უსმენს, რომელიც არის რეალისტი, პრაქტიკული და აქვს საღი აზრი და ყოველთვის იბრძვის ამერიკელი ხალხისთვის", - აღნიშნა კამალა ჰარისმა.

„დემოკრატიული პარტიის“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას ჰარისმა აღნიშნა, რომ ხუთი დღით ადრე, სანამ რუსეთი უკრაინას თავს დაესხმებოდა, ის შეხვდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რათა რუსეთის შეჭრის გეგმების შესახებ გაეფრთხილებინა.

„ხელი შევუწყვე გლობალური პასუხის - 50-ზე მეტი ქვეყნის - მობილიზებას პუტინის აგრესიისგან დასაცავად და როგორც პრეზიდენტი, მე მტკიცედ დავუჭერ მხარს უკრაინას და ჩვენს ნატო-ელ მოკავშირეებს“, - აღნიშნა ჰარისმა. 

მსგავსი სიახლეები