კამალა ჰარისს არ აქვს წარმატება, მე - მაქვს - დონალდ ტრამპი

23.08.24 10:39
კამალა ჰარისს არ აქვს წარმატება, მე - მაქვს - დონალდ ტრამპი

კამალა ჰარისს არ აქვს წარმატება, მე - მაქვს - ასე ეხმაურება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, კამალა ჰარისის სიტყვით გამოსვლას.

Fox News-ის წამყვანმა მართა მაკკალუმმა აღნიშნა, რომ კამალა ჰარისის სიტყვით გამოსვლა ქალი ამომრჩევლებისთვის დიდ მოწოდებას და იმპულსს მოიცავდა და რომ ჰარისი ცდილობს, უკან დაიბრუნოს ახალგაზრდების ხმა, ლათინოამერიკელების ხმები, აფრო-ამერიკელების ხმები და რომ გამოკითხვები აჩვენებს, რომ ის, ამ მხრივ, ამ ეტაპზე გარკვეულ წარმატებას აღწევს.

„რას აპირებთ? რა არის თქვენი სტრატეგია იმ იმპულსის აღსადგენად, რაც ამ ამომრჩევლებთან გქონდათ?” - მიმართა წამყვანმა დონალდ ტრამპს, რაზეც ყოფილმა პრეზიდენტმა უპასუხა:

„არა, მას არ აქვს წარმატება, წარმატება მე მაქვს. მშვენივრად ვარ ლათინოამერიკელ ამომრჩევლებთან, აფრო-ამერიკელებთან, ქალ ამომრჩეველთან, რადგან ქალებს სურთ უსაფრთხოება“, - აღნიშნა ტრამპმა.