იერიში რუსეთის პორტ "კავკაზზე" - ნავთობით დატვირთული ბორანი ჩაიძირა

23.08.24 10:42
იერიში რუსეთის პორტ "კავკაზზე" - ნავთობით დატვირთული ბორანი ჩაიძირა

რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, პორტ კავკაზში განთავსებულ სარკინიგზო ბორანზე ხანძარი გაჩნდა - ხანძრის შედეგად ბორანი, რომელიც 30 ტანკი საწვავით იყო დატვირთული, ჩაიძირა.

რუსული მედია ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით წერს, რომ პორტ კავკაზზე სარაკეტო იერიში უკრაინულმა ძალებმა მიიტანეს.