ოკუპირებულ ცხინვალში რუსი სამხედროს ცხედარი იპოვეს - მედია

ოკუპირებული ცხინვალის რაიონ შანხაიში რუსი სამხედროს ცხედარი იპოვეს - "ეხოკავკაზას" ცნობით, გარდაცვლილი 43 წლისაა, რომელიც სამხედრო ბაზიდან რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა.
მედიის ცნობით, ცხედარი ქუჩაში შემთხვევითმა გამვლელმა იპოვა, რომელიც ძაღლს ასეირნებდა.
ექსპერტების მიერ ჩატარებული წინასწარი დათვალიერების თანახმად, ცხედარს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება.