ზელენსკიმ კინორეჟისორ სერგო ფარაჯანოვს უკრაინის ეროვნული ლეგენდის წოდება მიანიჭა

23.08.24 12:27
ზელენსკიმ კინორეჟისორ სერგო ფარაჯანოვს უკრაინის ეროვნული ლეგენდის წოდება მიანიჭა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის გამოჩენილ საზოგადო, კულტურისა და სპორტის მოღვაწეებს, ამასთან, სამხედრო პერსონალსა და ექიმებს სახელმწიფო ჯილდო გადასცა - დაჯილდოების ცერემონია კიევში, მარიინსკის სასახლეში გაიმართა.

ზელენსკიმ გარდაცვლილ კინორეჟიროს, სერგო ფარაჯანოვს "უკრაინის ლეგენდის" წოდება მიანიჭა.

უკრაინის პრეზიდენტმა "უკრაინის ლეგენდის" წოდებით დააჯიდლოვა შემდეგი მოღვაწეები:

  • ამერიკელი ფილანტროპი ჰოვარდ ბაფეტი,
  • მხატვარი ალექსანდრე დუბოვიკი,
  • კიევის სამშენებლო ბიუროს "ლუჩის" გენერალური დირექტორი ოლეგ კოროსტელევი,
  • უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სამხედრო კონტრდაზვერვის ბრიგადის გენერალი ივან ლუკაშევიჩი,
  • კომპოზიტორი იგორ პოკლადი,
  • მოკრივე ალექსანდრე უსიკი,
  • მოფარიკავე ოლგა ჰარლანი,
  • სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ქირურგი ვიტალი ჰმელი,
  • მატარებლის გამცილებელი ირინა იურჩენკო,
  • კინორეჟისორი სერგეი ფარაჯანოვი (სიკვდილის შემდგომ),
  • მომღერალი ნინა მატვიენკო (სიკვდილის შემდგომ).

ჩემთვის დღეს დიდი პატივია უკრაინის ნამდვილი ლეგენდების დაჯილდოება. ჩვენ ვადიდებთ ყველას, ვინც აძლიერებს ჩვენს ჯარისკაცებს, აძლიერებს და შთააგონებს მათ ყოველდღე. ეს ის ხალხია, ვინც განადიდებს უკრაინას, აძლიერებს ჩვენს თავდაცვას და შთააგონებს უკრაინის ყველა მოქალაქეს. ჩვენ უსასრულოდ მადლიერები და ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელმაც გააერთიანა ასეთი პატივსაცემი და ნიჭიერი ხალხი“. - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაჯილდოების ცერემონიაზე.