გერმანიაში NATO-ს საჰაერო ბაზაზე განგაშის მე-2 ყველაზე მაღალი დონე გამოაცხადეს - რა გახდა მიზეზი?
NATO-ს საჰაერო ბაზამ გერმანიის ქალაქ გეილენხირკენში "პოტენციური საფრთხის გამო", უსაფრთხოების დონე გააძლიერა - ადგილზე მომუშავე ყველა თანამშრომელი, ძირითადი პერსონალის გარდა, სახლში დააბრუნეს.
გეილენკირხენში მდებარე ავიაბაზის სპიკერის თქმით, საფრთხის დონემ შარლიმდე მიაღწია, რაც განგაშის ოთხი დონიდან რიგით მეორეა.
საჰაერო ბაზა იუწყება, რომ ბოლო პერიოდში, ეს მეორე შემთხვევაა უსაფრთხოების ზომების გაძლიერების.