ბუნტი რუსეთის ციხეში - ვოლგოგრადში, გამოსასწორებელი კოლონიის პატიმრებმა მძევლები აიყვანეს

23.08.24 15:30
ბუნტი რუსეთის ციხეში - ვოლგოგრადში, გამოსასწორებელი კოლონიის პატიმრებმა მძევლები აიყვანეს

ბუნტი რუსეთის ციხეში - რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთში, ვოლგოგრადის ოლქში მე-19 გამოსასწორებელი კოლონიის პატიმრებმა მძევლები აიყვანეს.

შემთხვევა დისციპლინური კომისიის სხდომის დროს მოხდა.

ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველთა ჯგუფები და მძევლების გასათავისუფლებლად სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

მედიის ცნობით,  პატიმრების აჯანყების დროს, დაიღუპა ციხის ადმინისტრაციის სამი თანამშრომელი, მძევლადაა ჩავარდნილი ოთხი, ხოლო ორი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, რომელთა შორის ერთი ბადრაგი, მეორე კი პატიმარია.

პროტესტმა ვოლგოგრადის ოლქში ნომერ მე-19 გამოსასწორებელ კოლონიაში რამდენიმე საათის წინ იფეთქა.  ბუნტის ორგანიზატორები თავს ისლამური სახელმწიფოს წევრებად აიდენტიფიცირებენ. 

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ახლა საგანგებო თათბირს ძალოვნებთან მართავს.

ფედერალური სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვოლგოგრადის კოლონიაში არსებული ვითარების შესახებ. ვისურვებდი შს მინსიტრის, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის და სხვა წარმომადგენლებისგან მომესმინა შეფასებები და მოსაზრებები ვოლგოგრადის კოლონიაში არსებულ მდგომარეობაზე“, - განაცხადა პუტინმა.