ვლადიმერ პუტინსა და ნიკოლოზ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

23.08.24 15:51
ვლადიმერ პუტინსა და ნიკოლოზ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბრისას დაადასტურა რუსეთის მზადყოფნა, სამშვიდობო ხელშეკრულების შემუშავებაში დახმარება გაუწიოს.

სომხური მედიის ინფორმაციით, ლიდერებმა გააგრძელეს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციის საკითხების განხილვა.

პუტინმა ფაშინიანს აზერბაიჯანში ვიზიტის შესახებ შთაბეჭდილებები გაუზიარა, რისთვისაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.

პუტინი და ფაშინიანი შეთანხმდნენ, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში, სომხეთ-რუსეთის ორმხრივი დღის წესრიგის საკითხების განსახილველად შეხვდებიან.

დადასტურდა რუსული მხარის მზადყოფნა, გააგრძელოს დახმარება სომხეთსა და აზერბაიჯანს სამშვიდობო ხელშეკრულების შემუშავებაში, საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის ხელშეწყობაში, ასევე სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების განბლოკვისას“, - ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები