27 დაღუპული და 16 დაშავებული - ნეპალში ტურისტებით სავსე ავტობუსი მდინარეში გადავარდა

23.08.24 20:45
27 დაღუპული და 16 დაშავებული - ნეპალში ტურისტებით სავსე ავტობუსი მდინარეში გადავარდა

27 დაღუპული და 16 დაშავებული - ნეპალში ტურისტებით სავსე ავტობუსი მდინარეში გადავარდა- ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

ნეპალის პოლიციის სპიკერის, შაილენდრა თაფას ინფორმაციით, ავტობუსს 43 ინდოელი ტურისტი ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში გადაჰყავდა. 

სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შედეგად, მაშველებმა მდინარიდან 22 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 12 სერიოზულად იყო დაშავებული. ისინი ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს.