როსტოვი ცეცხლის ალშია გახვეული
როსტოვი ცეცხლის ალშია გახვეული. უკვე მეექვსე დღეა უკრაინელების მიერ მიტანილი იერიშის შედეგად, იწვის ნავთობბაზა და ხანძარს ვერ აქრობენ. ამას დაემატა, უეცრად გაჩენილი ხანძარი პროლეტარკაში, სადაც უკვე 5 სახლი დაიწვა.
რუსული მედია ეჭვს გამოთქვამს, რომ საცხოვრებელ სახლებს ცეცხლი განზრახ მოუკიდეს. ხანძარი იმდენად მასშატაბურია, რომ ნაციონალური პარკის მიმდებარე ტერიტორიასაც გადაედო. ასობით ადამიანის გარდა, ცეცხლის ჩაქრობაში სპეცტექნიკაა ჩართული, მაგრამ უშედეგოდ.