უკრაინამ ვორონეჟის ოლქს დრონებით შეუტია
უკრაინის იერიში ვორონეჟის ოლქზე. ომის შედეგები სულ უფრო მეტ რუსულ ქალაქზე იგრძნობა. გვიან ღამით უკრაინამ იერიშიი რუსეთის კიდევ ერთ დასახლებულ პუნქტზე დრონებით მიიტანა.
ვორონეჟის გუბერნატორის თქმით, აფეთქებებს ხანძარი მოჰყვა. უკრაინული მედია წერს, რომ სამიზნე იარაღის საწყობი იყო, რომელსაც უპილოტოებით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი მოეკიდა და განადგურდა. პანიკის გამო ვორონეჟიდან მინიმუმ ორასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.