დამნაშავე სწრაფად უნდა დაიჭირონ - შოლცი ზოლინგენში მომხდარ თავდასხმაზე

24.08.24 16:08
დამნაშავე სწრაფად უნდა დაიჭირონ - შოლცი ზოლინგენში მომხდარ თავდასხმაზე

დამნაშავე სწრაფად უნდა დაიჭირონ და  კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს, -  გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა დაღუპულების ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა და დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა. 

„ზოლინგენში მომხდარი თავდასხმა საშინელი მოვლენაა, რომელმაც შოკში ჩამაგდო. თავდამსხმელმა რამდენიმე ადამიანი სასტიკად მოკლა. დამნაშავე სწრაფად უნდა დაიჭირონ.

ბოლო მონაცემებით, ქალაქ ზოლინგენში, ფესტივალზე დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა. პოლიცია თავდამსხმელს ამ დრომდე ეძებს.

მსგავსი სიახლეები