რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს - "აზოვსტალის" მცველები სამშობლოში დაბრუნდნენ
რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს - რუსული ტყვეობიდან კიდევ 115 უკრაინელი სამხედრო დაბრუნდა. გათავისუფლებულთა შორის არიან ეროვნული გვარდიის, შეიარაღებული ძალების, საზღვაო ძალების და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ჯარისკაცები. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საკოორდინაციო შტაბმა გაავრცელეს.
ტყვეთა გაცვლა არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით მოხდა.
"ეს აახლოებს ჩვენი სამხედროების, ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობის გათავისუფლებას რუსული ტყვეობიდან.მადლობა ჩვენს გუნდს და პარტნიორებს, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს, რომ ჩვენს ხალხს სახლში დაბრუნების საშუალება მისცეს," - განაცხადა ზელენსკიმ.
გათავისუფლებულთა შორის ასევე არის მარიუპოლის 82 დამცველი (მათგან ორმოცდაათი იცავდა "აზოვსტალს") და ეროვნული გვარდიის გარნიზონის ჯარისკაცები, რომელიც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს იცავდნენ.