ლიეტუვა უკრაინისთვის 5 ათასზე მეტი დრონის გადაცემას გეგმავს
ლიეტუვა უკრაინისთვის 5 ათასზე მეტი დრონის გადაცემას გეგმავს, - ამის შესახებ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, ინგრიდა შიმონიტემ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ომში ლიეტუვის პოზიცია გასაგები და მარტივია: უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, ხოლო რუსეთი უნდა დამარცხდეს.
„ასევე, ვიმედოვნებთ, რომ შემოდგომის ბოლოსთვის ლიეტუვური წარმოების 5 ათასზე მეტი დრონის გადაცემას შევძლებთ“, - აღნიშნა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა.