ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს - ლუკაშენკო

24.08.24 18:30
ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს - ლუკაშენკო

ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ლუკაშენკოს თქმით, ბელორუსში უკრაინელებს "პატივისცემითა და სითბოთი" ეპყრობიან.

"ალექსანდრ ლუკაშენკომ უკრაინის ხალხს მშვიდობიანი ცა და სამოქალაქო ჰარმონია უსურვა, მათ დიდსულოვან ქვეყანას კეთილდღეობა, ოჯახებს კი ერთობა", 

"ბელორუსის მიწაზე უკრაინის გულთბილ და შრომისმოყვარე მოსახლეობას ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემითა და სითბოთი ეპყრობოდნენ ჩვენი ერები ერთად იზიარებდნენ სიხარულსა და მწუხარებას, თავშესაფარს და პურს, ერთად გადალახეს უბედურება. ვამაყობდით მათი წარმატებებით, ჩვენ გვაერთიანებს არა მხოლოდ საერთო ბედი და ოჯახური კავშირები, არამედ მეგობრობისა და მეზობლებთან ურთიერთობის სურვილი", - განაცხადა ლუკაშენკომ.

 

მსგავსი სიახლეები