ურსულა ფონ დერ ლაიენი და რობერტა მეცოლა უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.
თქვენი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა - წერს ლაიენი სოციალურ ქსელი.
„ევროპა ყოველთვის უკრაინის გვერდით იქნება, რადგან უკრაინა ევროპაა. თქვენი თავისუფლება ჩვენი თავისუფლებაა. თქვენი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა. თქვენს გვერდით პირველივე დღიდან ვდგავართ და ამას გავაგრძელებთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. ჩვენს მეგობრებს საამაყო დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
„დამოუკიდებლობის გულში თავისუფლება დევს. ღირებულებები, რომელთათვის მამაცი უკრაინელები ყოველდღე იბრძვიან. მშვიდობაში, დემოკრატიაში ცხოვრების თავისუფლება. დღეს, როდესაც საერთო ევროპული მომავლისკენ ჩვენს გზას განვამტკიცებთ, დამოუკიდებლობის დღეს უკრაინელ ხალხს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ“, - წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა X-ზე.