საფრანგეთში სინაგოგასთან აფეთქება მოხდა - ცეცხლი, სავარაუდოდ, ავტომობილში გაზის ბალონის აფეთქებამ გამოიწვია
საფრანგეთში, საკურორტო ქალაქ ლა-გრანდი-მოტეში მდებარე სინაგოგასთან აფეთქება მოხდა - მედიაში გავრცელელებული ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ ავტომობილში გაზის ბალონის აფეთქებამ გამოიწვია. შემთხვევის შედეგად, ერთი პოლიციელია დაშავებული.
ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა სამლოცველოში ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, რაბინიც. გამოძიება ანტისემიტური ტერორისტული თავდასხმის მიმართულებით მიდის.
არსებობს მოწმე, რომელიც ამტკიცებს, რომ ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე, აღნიშნულ ტერიტორიაზე სავარაუდო ეჭვმიტალინი შენიშნა, რომელსაც პალესტინის დროშა ჰქონდა შემოხვეული და იარაღით იყო შეიარაღებული.