შტატებმა რუსული ლითონის პროდუქტების წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა

ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინამ და სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსული ლითონის პროდუქტების წინააღმდეგ საქნციები გაამკაცრეს - ამის შესახებ ინფორმაცია უწყების ოფიციალურ გვერდზე არის გამოქვეყნებული.
შავ სიაში 400-მდე ფიზიკური პირი და სუბიექტი შევიდა. კერძოდ, სანქციები ეხება რუსეთის ტექნოლოგიურ და ფინანსურ სექტორებს, ასევე მსხვილ რუსულ მეტალურგიულ და სამთო კომპანიებს, რომლებიც მიეკუთვნებიან "სტრატეგიულ მეტალურგიულ ინდუსტრიას".
ამასთან, დაწესებილია შეზღუდვები მეტალურგიული გიგანტის Evraz-ის რიგ საწარმოებზე, რომელსაც რომან აბრამოვიჩი აკონტროლებს.
სანქციები 400-მდე ფიზიკურ პირსა და სუბიექტს შეეხება, როგორც რუსეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ, განსაკუთრებით აზიასა და ევროპაში. სანქციები ასევე დაწესდა რუსეთის რამდენიმე მაღაროს წინააღმდეგაც.
რუსეთმა გადააქცია თავისი ეკონომიკა კრემლის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ინსტრუმენტად. ხაზინის დღევანდელი ქმედებები განაგრძობს პრეზიდენტ ბაიდენის და მისი G-7 კოლეგების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ბაზის მიწოდების ჯაჭვისა და მისი გადახდის არხების ჩაშლის შესახებ", - განაცხადა აშშ-ის სახაზინო მდივნის მოადგილემ უოლი ადეემომ.