უკრაინის ტერიტორიისა და ყირიმის დეოკუპაციის გეგმა შემუშავებულია - იუსოვი

25.08.24 10:33
უკრაინის ტერიტორიისა და ყირიმის დეოკუპაციის გეგმა შემუშავებულია - იუსოვი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლის, ანდრეი იუსოვის ინფორმაციით, შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ტერიტორიისა და ყირიმის დეოკუპაციის გეგმა შემუშავებული აქვთ. 

მისივე თქმით, ასევე არსებობს ქერჩის ხიდის განადგურების გეგმაც.

შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ტერიტორიის და ნახევარკუნძულის დეოკუპაციის გეგმა აქვს. ასევე გეგმა იმისა, რომ გავანადგუროთ ყველა წინაღობა. ანონს არ გავაკეთებთ - როგორც მანამდეც არ გაგვიკეთებია", - თქვა იუსოვმა.