ჰეზბოლამ ისრაელისკენ 320 რაკეტა ისროლა - თელავივმა ლიბანზე პრევენციული დარტყმები განახორციელა

ჰეზბოლამ ისრაელის მიმართულებით 320 რაკეტა ისროლა - სამიზნე ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე 11 სამხედრო ბაზა იყო.
ჰეზბოლას განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს იერიში არის თავდასხმის პირველი ფაზა და 30 ივლისს დაჯგუფების სამხედრო მეთაურის, ფაუდ შუქრის მკვლელობის პასუხად განხორციელდა.
რაც შეეხება ისრაელს, ოფიციალურ თელავივში ამბობენ, რომ ლიბანის ტერიტორიაზე პრევენციული დარტყმები განხორციელდა, რის შედეგადაც 1 ადამინი დაიღუპა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სამიზნე ის ადგილები იყო, საიდანაც დაჯგუფება ისრაელის წინააღმდეგ დარტყმებს ამზადებდა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ჰეზბოლას მხრიდან თავდასხმის შესაძლო განმეორების გამო, მომდევნო 48 საათით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.