რუსეთის უძლეველობის მითი იმსხვრევა - ქართველი ჯარისკაცები უკრაინელებთან ერთად ოკუპანტი ქვეყნის ქალაქებში შევიდნენ
რუსეთის უძლეველობის მითი იმსხვრევა - ქართველი ჯარისკაცები ოკუპანტი ქვეყნის ქალაქებში შევიდნენ. სუჯას უკრაინელ მებრძოლებთან ერთად ქართველი ჯარისკაცებიც აკონტროლებენ.
მეომრებმა რუსულ ქალაქებში საკუთარი კვალიც დატოვეს. ქართული დროშა რუსეთის ტერიტორიაზე აღმართეს და აგრესორ სახელმწიფოსთან ჩაბმულ ბრძოლაში წარმატება მათ სასარგებლოდ დააანონსეს.
კურსკის ოლქში მებრძოლი ქართველები "პირველებს" უყვებიან, რომ 100-მდე დასხლება აიღეს და დაკავებულ ქალაქებში სამხედრო ერთეულებს ქმნიან.
"მსოფლიოში მეორე არმიად წოდებული რუსეთი მარცხდება და პრაქტიკულად, იმარჯვებს უკრაინა" - ამბობს ქართველი ჯარისკაცი და აღნიშნავს, რომ რუსეთის მხარეს მებრძოლების დიდი ნაწილი დანებებისა და მძევლად ჩაბარების გადაწყვეტილებას იღებს.
მიმდინარეობს კიდევ უფრო სიღრმეში შესვლა, ტერიტორიების გათავისუფლება. ამაში უკრაინელებთან ერთად ქართული, კავკასიური ჯგუფები ვართ ჩართული. ამ ქალაქებში კეთდება სამხედრო ერთეულები, ადმინისტრაციული ერთეულები. ქუჩებს გადაერქმევათ სახელები, გერბები, დროშები. პრაქტიკულად, იმარჯვებს უკრაინა. მსოფლიოში მეორე არმიად წოდებული რუსეთი მარცხდება. ყოველ კვირას ათასობით ტყვეა აყვანილი. უნდა ამოვიღოთ იმის შიში, რომ რუსეთი არის დაუმარცხებელი. მათ აღარ აქვთ რესურსი", - ამბობს მებრძოლი.
ცნობისთვის, რუსეთის კურსკისა და ბელგოროდის ოლქებზე უკრაინა შეტევას 6 აგვისტოდან ახორციელებს.