ბოლო 24 საათში, რუსებმა სუმის ოლქზე იერიში 261-ჯერ განახორციელეს - თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

25.08.24 16:36
ბოლო 24 საათში, რუსებმა სუმის ოლქზე იერიში 261-ჯერ განახორციელეს - თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

24 აგვისტოს დილის შემდეგ რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, სუმის ოლქზე 261 თავდასხმა განახორციელეს - მიტანილი იერიშის შედეგად  4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 13 დაშავდა.

სუმის ოლქის პოლიციის კომუნიკაციების სამსახურის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა ბინები, სკოლები, მანქანები  და 2 ჰექტარი ფართობის მინდორზე ცეცხლი გაჩნდა.

გუშინ სუმის ოლქის ტერიტორიაზე მტერმა 261 თავდასხმა განახორციელა, 50 დასახლებულ პუნქტს სხვადასხვა ტიპის იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმის შედეგად 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 13 დაშავდა", - აღნიშნულია განცხადებაში.