რუსეთის უძლეველობის მითი ნამსხვრევებად იქცა - ოკუპანტი ქვეყნის ქალაქებში საქართველოს დროშები ფრიალებს

რუსეთის უძლეველობის მითი ნამსხვრევებად იქცა - ოკუპანტი ქვეყნის ქალაქებში საქართველოს დროშები ფრიალებს. სპეცოპერაცია კურსკი წარმატებით მიდის. უკრაინელ მებრძოლებთან ერთად რუსულ დასახლებებს ახლა უკვე ქართველი მეომრებიც აკონტროლებენ.
"ჩვენ გავიმარჯვებთ, გაუმარჯოს საქართველოს" - შეუთვალეს ქართველმა ფორმიანება თანამემამულეებს სუჯას დასახლებიდან. რუსეთმა კონტროლი უკვე 100-ზე მეტ სოფელზე დაკარგა, თუმცა, სავარაუდოდ, ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე დაანონსა, რომ ერთადერთი გზა იმისთვის, რომ რუსეთმა სამშვიდობო მოლაპარაკეკები დაიწყოს, არის პუტინის დარწმუნება იმაში, რომ უკრაინასაც შეუძლია, მოსკოვს და სანქტ-პეტერბურგს დაემუქროს.