გზა ფორბსის რეიტინგებიდან ფრანგულ ციხემდე - ტელეგრამის მილიარდელი დირექტორი დიდ სკანდალშია გახვეული

25.08.24 20:27
გზა ფორბსის რეიტინგებიდან ფრანგულ ციხემდე - ტელეგრამის მილიარდელი დირექტორი დიდ სკანდალშია გახვეული

გზა ფორბსის რეიტინგებიდან ფრანგულ ციხემდე - ტელეგრამის მილიარდელი დირექტორი დიდ სკანდალშია გახვეული. 39 წლის პაველ დუროვს ბრალად ნარკოტრაფიკში თანამონაწილეობა, ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და თაღლითობა ედება.

გამოძიების ვერსიით, სწორედ ეს ყველაფერი გამოიწვია რეიტინგულ ქსელში შესაბამისი მოდერაციის არარსებობამ. რუსი ბიზნესმენის დაკავებამ ყველას ენიგმას ისტორიული საქმე და მათემატიკით მოგებული მეორე მსოფლიო ომი გაახსენა.

არსებობს ვარაუდი, რომ ერთ დროს რუსეთიდან გამოქცეულ დუროვს, ბაქოში პუტინთან შეხვედრა სურდა. მისი დაკავება ახლა ყველაზე მეტად სწორედ რუსეთის ინტერესებში არ შედის, რადგან ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მთელი რუსული აგენტურული ქსელი ჩამოშლის ზღვარზე აღმოჩნდება.

ვრცლად ნახეთ საბა სიჭინავას რეპორტაჟში.