აფეთქებები რუსეთში - სარატოვში დრონი საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა, შეტევა იყო „ენგელსის“ აეროდრომზე
აფეთქებები რუსეთში - რუსეთის ქალაქებზე, სარატოვსა და ენგელსზე დღეს დილით უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას ტელეგრამ არხები: Baza, Mash და Astra ავრცელებენ.
სარატოვში უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შემდეგ, ყველაზე მაღალი შენობა, 38 სართულიანი შენობა დაზიანდა. ასევე დრონებით თავდასხმა განხორციელდა „ენგელსის“ აეროდრომზე
აღსანიშნავია, რომ ენგელსში მდებარეობს აეროდრომი, სადაც TU-95 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენებია განთავსებული.
მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით საჰაერო თავდაცვამ 20 უკრაინული დრონი ჩამოაგდო. გავრცელებული ინფორმაციით, 9 დრონი სარატოვის ოლქის ტერიტორიაზე, 3 კურსკის ოლქის ტერიტორიაზე, თითო-თითო ბელგოროდის, ბრიანსკის და ტულას ტერიტორიებზე და ასევე თითო-თითო ორიოლისა და რიაზანის ოლქების ტერიტორიებზე ჩამოაგდეს.