ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კვირას გამართული მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა

25 აგვისტოს, კაიროში გამართული მოლაპარაკებები ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახენ შეთანხმების გაფორმების გარეშე დარსულდა.
CNN ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ მხარეები კაიროში დარჩენილი საკითხების მოსაგვარებლად დარჩნენ და დისკუსიები უახლოეს დღეებში გაგრძელდება.
თუ კონკრეტულად რომელ გადაუჭრელ საკითზეა საუბარი, უცნობია, თუმცა ირკვევა, რომ ისრაელის ძალების ყოფნა ფილადელფის დერეფანში, ეგვიპტესთან საზღვრის გასწვრივ ხმელეთის საკვანძო ზოლში, არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ჯერ კიდევ სადავოა.
უმაღლესი დონის მოლაპარაკებები კაიროში ბოლო დღეებში, მათ შორის ჰამასის და ისრაელის წარმომადგენლებთან, იყო კონსტრუქციული და წარიმართა ყველა მხარის სულისკვეთებით, რათა მიაღწიონ საბოლოო და განხორციელებად შეთანხმებას", - თქვა CNN-ის ცნობით, ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.
"ჰამასმა" განაცხადა, რომ არ დათანხმდება წინადადებას, რომელიც მიზნად ისახავს დარჩენილი უთანხმოების გადალახვას. ტერორისტული ორგანიზაცია ამბობს, რომ დათანხმდება მხოლოდ იმ გეგმას, რომელსაც ადრე აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მხარს უჭერდა.