კამალა ჰარისმა საარჩევნო კამპანიისთვის 540 მილიონი დოლარის შემოწირულობა მიიღო

კამალა ჰარისმა საარჩევნო კამპანიისთვის 540 მილიონი დოლარის შემოწირულობა მიიღო - ბლუმბერგის ინფორმაციით, ამერიკის პრეზიდენტობის ქალმა კანდიდატმა თანხების რეკორდული რაოდენობის მობილიზება ერთ თვეში შეძლო.
ჰარისის კამპანიის თავმჯდომარე ამბობს, რომ თანხმების მოცულობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც პრეზიდენტობის კანდიდატი სიტყვით კონგრესში გამოვიდა. მედია წერს, რომ დონორების უმეტესობა ქალია.