აფეთქებები რუსეთში - ნავთობბაზა ცეცხლის ალშია გახვეული
აფეთქებები რუსეთში - უკვე რამდენიმე საათია, კიდევ ერთი რუსული ნავთობბაზა ცეცხლის ალშია გახვეული. უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი 1000 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული.
არსებული ინფორმაციით, აფეთქებების გამო, ორი ადამიანია დაშავებული. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ადგილზე ათობით სახანძრო ბრიგადა მუშაობს, თუმცა ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. მომხდარის ზუსტიი მიზეზი უცნობია. ეს ახლა რუსულმა გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ძლიერი ხანძრის მიუხედავად ქარხანაში არც მუშაობა შეწყვეტილა და არც თანამშორმლების ევაკუაცია განახორციელეს.