ლიეტუვა ევროკომისრად ანდრიუს კუბილიუსის კანდიდატურას წარადგენს

26.08.24 16:11
ლიეტუვა ევროკომისრად ანდრიუს კუბილიუსის კანდიდატურას წარადგენს

ლიეტუვა ევროკომისრად ანდრიუს კუბილიუსის კანდიდატურას წარადგენს - ევროპარლამენტარის კანდიდატურა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, ინგრია სიმონეტემ 19 აგვისტოს დაასახელა.

ევროკომისრად ანდრიუ კუბილიუსის კანდიდატურის წარდგენას ქვეყნის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედაც დათანხმდა, რომელმაც ევროპარლამენტარის ევროკომისრის კანდიდატად წარდგენის ბრძანებას ხელი 22 აგვისტოს მოაწერა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ოფიციალური დამადასტურებელი წერილი ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს უკვე გაეგზავნა.

პროცედურის თანახმად, ევროკომისიაში ანდრიუს კუბილიუსის კანდიდატურის წარდგენას მხარი ლიეტუვის სეიმმაც (პარლამენტმა) უნდა დაუჭიროს.

ცნობისთვის, ლიეტუვის მთავრობისგან ევროკომისიაში ანდრიუს კუბილიუსის კანდიდატურა მას შემდეგ დასახელდა, რაც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის კანდიდატურის მხარდაჭერაზე პრეზიდენტმა უარი განაცხადა.