უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა

26.08.24 17:34
უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა

რუსული ძალების უკრაინაზე მასირებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. მსხვერპლია ჟიტომირის, ვოლინის, დნიპროპეტროვსკის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქებში.

მანამდე ცნობილი იყო 4 გარდაცვალების შესახებ.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა 100-ზე მეტი რაკეტითა და 100-მდე დრონით განახორციელა თავდასხმა.

მსგავსი სიახლეები