რუსებმა კრივოი როგზე იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი
უკრაინის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, რუსებმა კრივოი როგის ცენტრში მდებარე სასტუმრო "ავრორაზე" სარაკეტო დარტყმა განახორციელეს - იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა.
უწყების ცნობით, სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადებმა დანგრეული სასტუმროდან 5 ადამიანის გამოყვანა შეძლეს, თუმცა არსებობს იმის ალბათობა, რომ კიდევ ორი ადამიანი ნანგრევების ქვეშ იყოს მოყოლილი, ამიტომ სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
ცნობილია, რომ სარაკეტო დარტყმის შედეგად 6 მაღაზია, 4 საცხოვრებელი კორპუსი და 8 მანქანა დაზიანდა.