"ვემზადებით რუსეთისთვის პასუხის გასაცემად" - ზელენსკი

ვემზადებით რუსეთისთვის პასუხის გასაცემად" - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მასიურ საჰაერო შეტევას. ამის შესახებ მან უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ სირსკითან ისაუბრა.
გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი რომელიც საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა დეტალურად განიხილეს სარაკეტო იერიშის მოგერიება.
რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმა ომის მიმდინარეობის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო და რუსეთმა ასზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა და დაახლოებით ასი „კამიკაძე“ დრონი გამოიყენა. როგორც რუსეთის წინა თავდასხმების უმეტესობა, ეს იერიშიც ასევე ვერაგულია, მიმართულია კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. ვლადიმერ პუტინს შეუძლია, გააკეთოს მხოლოდ ის, რისი გაკეთების უფლებასაც მსოფლიო აძლევს. სისუსტე, არასაკმარისი გადაწყვეტილებები და პასუხი ტერორს კვებავს. გენერალ სირსკისთან ვისაუბრე სარაკეტო თავდასხმის მოგერიებაზე, ასევე რუსეთის მიმართ ჩვენს პასუხზე, რომელსაც ვამზადებთ, მათ შორის F-16 ტიპის გამანადგურებლების გამოყენებაზე და კურსკის ოლქში მიმდინარე ოპერაციაზე. ვაგრძელებთ ჩვენს ქმედებებს გარკვეულ ტერიტორიებზე ზუსტად ისე, როგორც ეს უკრაინას სჭირდება", - განაცხადა ზელენსკიმ.