უმკაცრესად ვგმობ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს და რუსეთის მცდელობებს, უკრაინელი ხალხის სიბნელეში ჩაძიროს - ბაიდენი

„უმკაცრესად ვგმობ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს და რუსეთის მცდელობებს" - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი ვერასოდეს მიაღწევს წარმატებას უკრაინაში.
„უმკაცრესად ვგმობ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს და რუსეთის მცდელობებს, უკრაინელი ხალხის სიბნელეში ჩაძიროს. ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო: რუსეთი ვერასოდეს მიაღწევს წარმატებას უკრაინაში და უკრაინელი ხალხის სული არასოდეს გატყდება“, - აღნიშნულია ბაიდენის განცხადებაში.
მისი თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდამჭერი 50-ზე მეტი ქვეყნის კოალიციის ხელმძღვანელობას.
„ეს კოალიცია აწვდის უკრაინას კრიტიკულად საჭირო სამხედრო აღჭურვილობას, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებს და ჩამჭრელებს. როგორც ივლისში ნატო-ს სამიტზე განვაცხადე, შეერთებულმა შტატებმა და ჩვენმა მოკავშირეებმა უკრაინას მიაწოდეს აღჭურვილობა სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის ხუთი დამატებითი სისტემისთვის. შეერთებული შტატები ასევე აწვდის უკრაინას ენერგეტიკულ აღჭურვილობას, რათა შეაკეთოს თავისი სისტემები და გააძლიეროს უკრაინის ენერგეტიკული ქსელის მედეგობა“, - აღნიშნა ბაიდენმა.