უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელგოროდის რეგიონში საზღვრის გარღვევა სცადეს - მედია
რუსული წყაროები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ უკრაინელი სამხედროები ბელგოროდის ოლქში შეღწევას ცდილობდნენ - ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლამ გლდაკომ სიტუაციას "რთული, მაგრამ კონტროლირებადი" უწოდა.
რადიო თავისუფლების მოსკოვის ბიურო წერს, რომ რუსული ტელეგრამ არხები რამდენიმე ბრძოლაზე წერდა - სოფელ ნეხოტეევკასთან სასაზღვრო პუნქტის რაიონში და შებეკინოს სასაზღვრო პუნქტთან, რომლებიც ერთმანეთისგან 20 კილომეტრში მდებარეობს.
დაუდასტურებელი მონაცემებით, რუს მესაზღვრეებთან ბრძოლაში უკრაინის შეიარაღებული ძალების 500-მდე სამხედრო 8 ჯავშანმანქანის მხარდაჭერით შევიდა.
უკრაინა აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.