უკრაინამ პირველი ბალისტიკური რაკეტა შექმნა - ზელენსკი

27.08.24 19:33
უკრაინამ პირველი ბალისტიკური რაკეტა შექმნა - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ პირველი ბალისტიკური რაკეტა შექმნა.

მედიის ცნობით, ზელენსკიმ ამის შესახებ 27 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევი აგრძელებს საკუთარი, დამოუკიდებელი სამხედრო-საწარმოო კომპლექსის განვითარებას.

ვფიქრობდი, რომ ამაზე საუბარი ნაადრევი იყო, მაგრამ, იყო გამოცდა – წარმატებული გამოცდა, უკრაინი პირველი ბალისტიკური რაკეტის“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, სხვა დეტალებზე საუბარი არ შეუძლია, მაგრამ ბალისტიკურ რაკეტაზე საჯაროდ იმიტომ განაცხადა, რომ საზოგადოებამ იმ ადამიანების შრომა შეაფასოს, ვინც „24/7-ზე თავდაცვით საწარმოებში მუშაობს“.

მსგავსი სიახლეები