როსტოვში ნავთობბაზა იწვის - კვამლი ათეულ კილომეტრზე გავრცელდა

28.08.24 10:04
როსტოვში ნავთობბაზა იწვის - კვამლი ათეულ კილომეტრზე გავრცელდა

რუსეთის ქალაქ როსტოვში ნავთობბაზა იწვის - ოლქის გუბერნატორის, ვასილი გოლუბევის თქმით, იერიში უპილოტო საფრენი აპარატით უკრაინამ მიიტანა, თუმცა რუსებმა 4 დრონის ჩამოგდება შეძლეს.

ნავთობის საწვავში ცეცხლის გაჩენას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ხანძრისგან წარმოქმნილი კვამლი ათეულ კილომეტრზე გავრცელდა.

რუსულ წყაროებზე დაყრდნობით, იწვის საწვავის საცავი "როსრეზერვისი" და "ატლასის ქარხანა", რომლებიც სახელმწიფო რეზერვების ფედერალურ სააგენტოს საკუთრებაშია. 

მსგავსი სიახლეები