კიროვის ოლქში დრონით თავდასხმა განხორციელდა - მედია

28.08.24 14:29
კიროვის ოლქში დრონით თავდასხმა განხორციელდა - მედია

რუსული სამთავრობო მედია TASS, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სადისპეტჩერო სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ კიროვის ოლქის ქალაქ კოტელნიჩში მდებარე ობიექტზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა. 

მანამდე რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრე სოკოლოვმა განაცხადა, რომ დრონებით თავდასხმა კოტელნიჩში, ნავთობპროდუქტების შესანახ ავზზე მოხდა.

5 დარტყმა განხორციელდა პოტენციურად საშიშ ობიექტზე თვითმფრინავის ტიპის დრონებით. მსხვერპლი არ ყოფილა, ცოტა კვამლია", - განაცხადა "ტასის" თანამოსაუბრემ.