აშკარაა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებების წინაპირობები არ არსებობს - პესკოვი

28.08.24 15:03
აშკარაა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებების წინაპირობები არ არსებობს - პესკოვი

ამჟამად აშკარაა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებების წინაპირობები არ არსებობს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

დიმიტრი პესკოვი უკრაინის გამარჯვების გეგმის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთს უკრაინისგან მსგავსი განცხადებები ესმის. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კიევის რეჟიმის წარმომადგენლებისგან ჩვენ ასეთი განცხადებები გვესმის. ჩვენ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას ვაგრძელებთ და ყველა დასახულ მიზანს ვაღწევთ“, - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

ცნობისთვის, გუშინ, 27 აგვისტოს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სექტემბერში უკრაინის გამარჯვების გეგმას აშშ-ის პრეზიდენტს და პრეზიდენტობის კანდიდატებს, კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს წარუდგენს. 

მსგავსი სიახლეები