კიევში საჰაერო განგაშია გამოცხადებული

29.08.24 10:19
კიევში საჰაერო განგაშია გამოცხადებული

კიევში, რუსული კამიკაძე-დრონების შესაძლო სარაკეტო იერიშის გამო, საჰაერო განგაშია გამოცხადებული - უპილოტო საფრენი აპარატების მოძრაობა კიევში, ჟიტომირში, ჩერნიგოვში, ჩერკასსა და პოლტავას რეგიონებში შეინიშნება. 

გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით ათეულობით დრონი გაუშვა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 10-ზე მეტი რუსული "შაჰიდი" ჩამოაგდეს დედაქალაქის თავზე და მტრის 5 დრონი დნეპროპეტროვსკის ოლქის თავზე გაანეიტრალეს.

მსგავსი სიახლეები