პუტინი 3 სექტემბერს მონღოლეთში ჩასვლას გეგმავს - ქვეყანა რომის წესდების ხელმომწერია

29.08.24 20:07
პუტინი 3 სექტემბერს მონღოლეთში ჩასვლას გეგმავს - ქვეყანა რომის წესდების ხელმომწერია

3 სექტემბერს ვლადიმერ პუტინი მონღოლეთში ოფიციალური ვიზიტით, ამავე ქვეყნის პრეზიდენტის მიწვევით ჩავა.

ამის შესახებინფორმაციას კრემლი ავრცელებს.

ეს იქნება პუტინის პირველი ვიზიტი ქვეყანაში, რომელიც რომის სტატუტის ხელმომწერია.

ცნობისთვის, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს 2023 წლის მარტიდან პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული და შესაბამისად, ქვეყანა, რომელიც ამ სტატუტის ხელმომწერია, ვალდებულია ის დააკავოს. 

მსგავსი სიახლეები