კურსკის ოლქში უკრაინული არმია წინ მიიწევს - რა ხდება ფრონტის ხაზზე
რუსული ქალაქები ალყაშია. კურსკის ოლქში უკრაინული არმია წინ მიიწევს. გადამწყვეტი ბრძოლები რამდენიმე ადგილას მიმდინარეობს. კორენოვოს სამხრეთით 3 ათასამდე რუსი ჯარისკაცი ალყაშია მოქცეული. უკრაინის შეირაღებულმა ძალებმა კოტელის დასახლებაში ოკუპანტები, ფაქტობრივად, ჩაკეტეს.
თავდახმებია კალუგაზეც, სადაც სამიზნე, სავარუდოდ, აეროპორტი იყო. ლგოვის მახლობლად კი რკინგიზის ნაწილია განდგურებული. სიტუაციის დასტაბილურებამდე ქალაქის მერი მოსახლეობას სთხოვს, ვინც ამოხერხა ტერიტორიიდან გასვლა, უკან აღარ ადბრუნდნენ.
როსთოვში კი უკვე მე-11 დღეა ხანძრის ჩაქრობას ვერ ახერხებენ. ცეცხლი ატლასის ნავთობის საცავს უკიდია და იქ მაღალი განგაშის რეჟიმია ჩართული.
უკრაინა უკან დახევას არ აპირებს, ახალ შეიარაღებას ელოდება და მათ გამოყენებას რუსეთის ტერიტორიაზე აპირებს. ამბობენ, რომ რუსეთს იქ დაარტყამენ, სადაც ის საერთოდ არ ელის.
ვფიქრობ, ეს იქნება თამაშის შეცვლის შესაძლებლობა, რადგან ჩვენ შევძლებთ დარტყმას იქ სადაც დღეს რუსეთი საერთოდ არ ელის. მათ დიდი ფართობი არის უპირატესობა ცოცხალი ძალით და რესურსებით, მაგრამ ასევე შეიძლება იყოს მინუსი, როცა ვსაუბრობთ ამხელა ტერიტორიის დაცვაზე. მაშასადამე, ომთან დაკავშირებული მრეწველობა, ეკონომიკური ობიექტები, ეს ყველაფერიიი .. შეუძლებელი გახდება ისეთი საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოება ამხელა ტერიტორიების დასაცავად. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს ხსნის მტრის ხაზების მიღმა ღრმად დარტყმის შესაძლებლობას. არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ვერ მივაღწევთ წარმატებას შორი დისტანციის რაკეტების საშუალებით. ეს მხოლოდ დროის საკითხია, - ამბობს ფედოროვი.