მონღოლეთში ვლადიმერ პუტინის ვიზიტის გამო არ ვღელავთ - დიმიტრი პესკოვი

30.08.24 16:06
მონღოლეთში ვლადიმერ პუტინის ვიზიტის გამო არ ვღელავთ - დიმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ მონღოლეთში ვლადიმერ პუტინის ვიზიტის გამო არ ღელავენ.

არა, ღელვა არ არის. ჩვენ შესანიშნავი დიალოგი გვაქვს ჩვენს მეგობრებთან მონღოლეთიდან“, – დასძინა პესკოვმა და ამით კომენტარი გააკეთა, იმ ფაქტზე, რომ მონღოლეთი რომის სტატუტის ხელმომწერი სახელმწიფოა, ხოლო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული.

რუსეთის პრეზიდენტი მონღოლეთში ოფიციალური ვიზიტით 3 სექტემბერს ჩავა.

მსგავსი სიახლეები