ისრაელი და ჰამასი პოლიომიელიტის წინააღმდეგ აცრისთვის ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

30.08.24 17:50
ისრაელი და ჰამასი პოლიომიელიტის წინააღმდეგ აცრისთვის ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

ისრაელი და ჰამასი ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედების ცალკეულ ზონალურ სამდღიანი შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რათა პოლიომიელიტის წინააღმდეგ 640 ბავშვი აიცრას.

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მაღალი რანგის წარმომადგენლის, რიკ პიპერკონის ცნობით, ვაქცინაციის კამპანია 1 სექტემბერს დაიწყება და საბრძოლო მოქმედებები ადგილობრივი დროით დილის 6 საათიდან 3 საათამდე შეჩერდება.

23 აგვისტოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ სულ მცირე, ერთი ბავშვი დაავადდა პოლიომიელიტის მეორე ტიპის ვირუსით, რაც ამ რეგიონში ბოლო 25 წელიწადში ასეთი პირველი შემთხვევა იყო.