რუსეთმა ხარკოვი დაბომბა - დაღუპულებს შორის 14 წლის გოგონაცაა

30.08.24 18:38
რუსეთმა ხარკოვი დაბომბა - დაღუპულებს შორის 14 წლის გოგონაცაა

რუსულმა ჯარებმა ხარკოვი მართვადი საჰაერო ბომბებით დაბომბეს (UAB). 16:33 საათის მონაცემებით, ოთხი ადამიანია დაღუპული. მათ შორის არის 14 წლის გოგონა. ამის შესახებ  ხარკოვის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.მისი თქმით, ცნობილია 28 დაჭრილის შესახებაც.

ნემიშლიანსკის რაიონში დამპყრობლებმა ბავშვი მოკლეს, ამ რაიონში კიდევ სამი ადამიანი დაჭრეს მაღალსართულიან შენობაში, - განაცხადა ქალაქის მერმა იგორ ტელეხოვმა.


 

მისივე თქმით, კიდევ ერთი დარტყმა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა, თუმცა იქ, წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ ყოფილა.