უკრაინელმა სამხედროებმა კურსკში 5 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს- სირსკი

30.08.24 20:29
უკრაინელმა სამხედროებმა კურსკში 5 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს- სირსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ოლექსანდრ სირსკის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში, კურსკის ოლქში გარკვეულ მიმართულებებზე 2 კილომეტრით წინ წაიწიეს და 5 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს.

კურსკის მიმართულებით შეტევითი ოპერაცია გრძელდება. დღე-ღამეში ჩვენმა ძალებმა ცალკეულ მიმართულებებზე ორ კილომეტრამდე წინ წაიწიეს, კონტროლი დაამყარეს ხუთი კვადრატული კილომეტრის ტერიტორიაზე“, – განაცხადა სირსკიმ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია კურსკის ოლქში 6 აგვისტოს შემდეგ გრძელდება.

მსგავსი სიახლეები